10 მიზეზი, რომელიც თანამშრომლების დემოტივაციას იწვევს


დღევანდელ სტატიაში მსურს მოგიყვეთ ერთი საინტერესო საკითხის შესახებ, რომელიც საკმაოდ აქტუალურია. მოგეხსენებათ, რომ ყველა ლიდერისთვის მნიშვნელოვანია გუნდის წევრები იყვნენ მოტივირებულები, სწორედ ამიტომ, მსურს ვისაუბრო, თუ რა იწვევს რეალურად გუნდის წევრების დემოტივაციას. შესაბამისად, ჩამოგითვლით 10 მთავარ მიზეზს, რომელიც სასურველია გაითვალისწინოთ ყოველდღიურად, რათა თქვენს შემთხვევაში არ ჰქონდეს ადგილი მოცემულ პრობლემას.

1. თანამშრომლებს არ აქვთ მიზანი და მიმართულება მკვეთრად გამოკვეთილი, რაც ცუდად მოქმედებს მათ მოტივაციაზე.

2. დავალებების ისე მიღება, როდესაც ეს ადამიანი გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართული არ არის და ის უბრალოდ შემსრულებელია. ხოლო როდესაც ადამიანები საკუთარ თავს მხოლოდ შემსრულებლის როლში ხედავენ, მოტივაცია ყოველთვის უფრო ნაკლები აქვთ.

3. დემოტივაციის გამომწვევი ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზი კრიტიკა და დამნაშავის მოძიებაა. თუ მსგავსი სიტუაციაა თქვენს კომპანიაში, თანამშრომლებს არ აქვთ სურვილი დაიხარჯონ ბოლომდე და იყვნენ ბოლომდე მობილიზებულები.

4. შემდეგი მიზეზია თანამშრომელთა იგნორირება და მათი სხვადასხვა საქმეებში ჩაურთველობა, ინფორმაციის მიუწოდებლობა და ისეთი დამოკიდებულება, როდესაც ეუბნები, რომ მათ არ ეხებათ კონკრეტული საკითხი.

5. უკუკავშირის არარსებობა ძალიან ცუდად მოქმედებს თანამშრომლების განწყობაზე. როდესაც ისინი აკეთებენ სხვადასხვა საქმეებს და მათ არავინ არ აფასებთ, მათთვის რთული ხდება გაგება, რამდენად სწორედ ასრულებენ სამუშაოს და ეს გაურკვევლობაში აგდებთ.

6. როდესაც თანამშრომლებს პოზიციურად და არა პერსონალურად ავალებთ კონკრეტულ სამუშაოს, ეს ძალიან მტკივნეულია მათთვის და თავს გრძნობენ როგორც გარკვეული ნივთი.

7. ზოგადად დემოტივაციის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი ფაქტორი ცუდი მოლოდინებია და ეს ცუდად მოქმედებს როგორც კომპანიის, ასევე ქვეყნის განვითარების მასშტაბითაც.

8. თანამშრომლის შემოქმედებითობის გამოვლენაზე უზრუნველობა. ამ დროს ისინი ფიქრობენ, რომ მათი იდეები უმნიშვნელოა და კომპანიის მენჯმენტისთვისაც არ არის განვითარება პრიორიტეტული. შესაბამისად თუ მათ არ აქვთ კარგი მოლოდინები და კომპანიის ნათელ მომავალსაც ვერ ხედავენ, ეს ყველაფერი ერთმანეთში ირევა და შედეგად ვიღებთ დემოტივირებულ თანამშრომლებს.

9. შემდეგი ფაქტორი შედარებითობის არარსებობა, კონკურენტუნარიანობის არქონაა. იმის მიუხედავად, რომ ძალიან ბევრი ადამიანი არ აღიარებს ამას, ყველას მეტ-ნაკლებად მაინც მოსწონს კონკურენცია, როგორც კომპანიების, ასევე შიგნით დეპარტამენტებს, ფილიალებს შორის. შესაბამისად, თუ არ რთავთ მათ გარკვეულ აზარტში, ისინი ნაკლებად მოტივირებულები არიან.

10. ბოლო მიზეზი უფროსებთან იშვიათი ურთიერთობაა. რაც უფრო შორს არიან უფროსები თანამშრომლებისგან, მით ნაკლები მოტივაციით ეკიდება პერსონალი საქმიანობას.

შესაბამისად, გაითვალისწინეთ მოცემული მიზეზები და ეცადეთ, რომ აღმოფხვრათ ყველანაირი დემოტივაციის განმაპირობებელი ფაქტორი, რადგან მოტივირებული თანამშრომლები არიან ისინი, ვინც თქვენი კომპანიის მიერ დადებულ შედეგებს განსაზღვრავენ.

| გააზიარე
მოგწონთ?