ჩაატარეთ ცდა, გაიღიმეთ!


ყოველდღიურად ჩვენ  უამრავი არჩევანის გაკეთება გვიწევს. ზოგიერთი არჩევანი ჩვენს ცხოვრებაზე პირდაპირ აისახება, მაგალითად თუ ავირჩევთ ცხოვრების ჯანსაღ წესს, მაშინ ვიქნებით ჯანმრთელები. თუ დავნერგავთ პოზიტივს ცხოვრების წესად, ვიქნებით წარმატებულები.

თუ დაკვირვებიხართ, პოზიტიური ადამიანები ყველაფერს ბევრად მარტივად აღწევენ ცხოვრებაში ვიდრე ნეგატიურები. რატომ?! პასუხი მარტივია. ჩაატარეთ ცდა, გაუღიმეთ უცნობ გამვლელს ქუჩაში, ის ავტომატურად გაგიღიმებთ საპასუხოდ ან თუ არ გაგიღიმებთ, მის გონებაში მაინც დადებით ადამიანად ასოცირდებით.

პოზიტიურად მოაზროვნე ხალხს ცხოვრება ნებდება და აძლევს მათ ყველაფერს რასაც ითხოვენ, როგორც ჯიუტ ბავშვს, რომელიც არ წყვეტს ტირილს და ფეხების ბაკუნს რაიმე ნივთის მოსაპოვებლად. განსხვავებით ბავშვებისგან, მოზრდილების სამყაროში ყველაფერი პირიქით არის, თუ მუდმივად ტირი იმაზე, რაც არ გაქვს, წაგერთმევა ისიც რაც გაქვს, ხოლო თუ იბრძვი შენი მიზნებისთვის, წარმოიდგენ რეალურად იმ შედეგებს რისი მიღწევაც გსურს, შენ აუცილებლად მიაღწევ მას!

პოზიტიური ადამიანები მუდამ ოცნებობენ რაღაც უკეთესზე, იბრძვიან მის მისაღწევად და საბოლოოდ იღებენ კიდეც მას. თუ ამ ყველაფერს თქვენს ცხოვრებაში დანერგავთ და შეასრულებთ ისევე, როგორც ყოველდღე იძინებთ, იკვებებით და ასრულებთ სხვა მოქმედებებს, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელია, მაშინ უახლოეს მომავალში თქვენ შეიგრძნობთ პოზიტივის ძალას და დატკბებით თქვენი ოცნებების რეალობაში ხილვით.


ხათუნა გურგენიძე

| გააზიარე
მოგწონთ?