8 უმნიშვნელო რამ, რასაც ადამიანები დიდ ყურადღებას აქცევენ


მანამ, სანამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი შეხედულებები დაფუძნებულია ადამიანების აშკარა ქცევებზე, მეცნიერები სხვა რამეს ამბობენ. 

ფაქტობრივად, ჩვენი შეხედულებები ადამიანებზე დაფუძნებულია ისეთ უმნიშვნელო ქცევაზე როგორიცაა, მაგალითად, ხელის ჩამორთმევა ან სხეულის ენა.

ჩვენ გვიყვარს ადამიანების განლაგება სხვადასხვა კატეგორიებში, მაგალითად: მორცხვი, თავდაჯერებული, უხეში, ზდილობიანი, მეგობრული, ამაყი და ა.შ ამისათვის ვიყენებთ მხოლოდ იმ პატარა ჩვევებს და ქცევებს, რაც ერთი შეხედვით ასე უმნიშვნელოა.

ადამიანები დიდ ყურადღებას აქცევენ:

1.    როგორ ექცევით მიმტანებს და სხვა მომსახურების სფეროში მომუშავეებს
როგორ ექცევით მომსახურებაში მომუშავე ადამიანებს განსაზღვრავს იმას, თუ როგორი ადამიანი ხართ ზოგადად. ამას დიდ ყურადღებას აქცევენ სამსახურში აყვანის დროსაც. ადამიანები ხშირად სასიამოვნოდ იქცევიან მნიშვნელოვან პიროვნებასთან საუბრისას, მაგრამ როგორც კი სხვა ადამიანს მიმართავენ ცვლიან ტონს. წარმოიდგინეთ, რომ სადილობთ ადამიანთან, რომელიც თქვენთან ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ მიმტანს უხეშად მიმართავს, რას იფიქრებდით მასზე? ალბათ, არაფერს კარგს. სწორედ ასე იფიქრებენ  სხვები თქვენზეც.

2.    რამდენად ხშირად ამოწმებთ მობილურს
არაფერია იმაზე გამაღიზიანებელი, როგორც შუა საუბრისას მობილურის ამოღება და შემოწმება.  ყურადღების გადატანა მიანიშნებს უპატივცემულობაზე, უყურადღებობაზე, მოსმენის კულტურის არ ქონაზე და ა.შ. ამიტომ თუ გადაუდებელი საქმე არ არის, სჯობს მობილურს საერთოდ არ დახედოთ. ხოლო თუ გადაუდებელი საქმე გაქვთ მოუბოდიშეთ თანამოსაუბრეს.

3.    მუდმივ, ნერვიული ჩვევებს
სახეზე, თმებზე ხშირი შეხება მიუთითებს, რომ ნერვიულობთ, თავს კომფორტულად არ გრძნობთ და არ შეგიძლიათ თვითკონტროლი. ასევე მიჩიგანის უნივერსიტეტის კვლევებმა აჩვენა, რომ ასეთი ჩვევები დამახასიათებელია პერფექციონისტებისათვის, უფრო ხშირად ასე მაშინ იქცევიან, როდესაც იმედგაცრუებულები არიან.

4.    რამდენად ხშირად სვამთ შეკითხვებს
ალბათ ყველას გქონიათ შემთხვევა, როდესაც თანამოსაუბრე მხოლოდ საკუთარ თავზე საუბრობს. რამდენად ცდილობს ადამიანი, რომ გესაუბროთ თქვენზე და არა საკუთარ თავზე, განსაზღვრავს მის პიროვნებას. ადამიანები, რომლებიც მუდმივად საკუთარ თავზე საუბრობენ ითვლებიან ზედმეტად თავდაჯერებულ მოსაუბრეებად. ხოლო ისინი, ვინც სვამენ მეტ კითხვას და საკუთარ თავზე ნაკლებს საუბრობენ, საზოგადეობის მიერ უფრო სასიამოვნო პიროვნებად აღიქმებიან.

5.    ხელის ჩამორთმევას
ხშირად ადამიანები ხელს ძალიან სუსტად ართმევენ, რაც პიროვნების სისუსტეზე და სიმორცხვეზე მიუთითებს. კვლევებმა აჩვენეს, რომ ურთიერთობისას მყარად ხელის ჩამორთმევა მიუთითებს გახსნილობაზე, სითამამეზე და ძლიერ პიროვნულ თვისებებზე, რაც თავისთავად ზრდის ნდობას და კეთილგანწყობას.

6.    დაგვიანებას
დაგვიანება ადამიანებს აფიქრებინებს, რომ პატივს არ სცემთ, არ გაინტერესებთ ან უბრალოდ ზარმაცი ხართ.  სან დიეგოს უნივერსიტეტის გამოკვლევებმა აჩვენა, რომ დაგვიანება დამახასიათებელია მათთვის ვინც ზედმეტად გადატვირთულია, ან ზედმეტად მოდუნებულია.  მეორე ტიპის ადამიანები სხვებისგან გასხვავებულად, უფრო ნელა აღიქვამენ დროს.

7.    ხელწერას
საზოგადოებაში გავრცელებულია მცდარი სტერეოტიპები ხელწერასთან დაკავშირებით. მაგალითად: სუფთად არის თუ არა ნაწერი მიუთითებს პიროვნების ორგანიზებულობაზე, საწერი კალმის მაგრად დაჭერა გამოხატავს დაძაბულობას და ა.შ. თუმცა ეს ის შემთხვევაა, როდესაც კვლევები არ გამოგვადგება და ხელწერით ასე ზედაპირულად ადამიანის ამოცნობას შეცდომაში შევყავართ, ამიტომ ხელწერისას სჯობს რაც შეიძლება ნეიტრალური იყოთ და უკეთესია თუ ამ ხერხს საერთოდ აარიდებთ თავს, რათა თქვენი პიროვნება არასწორად არ აღიქვან.

8.    თვალებით კონტაქტს
მუდმივი თვალებით კონტაქტი, შეიძლება გასაკვირია, მაგრამ მიუთითებს აგრესიაზე, ხოლო მისი არ არსებობა სიმორცხვეზე. ამიტომ საჭიროა ზუსტი ბალანსის დაცვა. ასეთ ოქროს შუალედად მიიჩნევენ 60%, ასეთი ბალანსი მიუთითებს დაინტერესებაზე, პატივისცემაზე, ნდობაზე და მეგობრულობაზე.

ზოგჯერ პატარა რაღაცებს შეუძლიათ, დიდი განსხვავება მოგვცეს. ამიტომ მზად იყავით, რათა შეძლოთ ძლიერი შთაბეჭდილების მოხდენა.



ფიქრია ექვთიმიშვილი
წყარო: www.businessinsider.com

| გააზიარე
მოგწონთ?