როგორ მუშაობს ადამიანის ბიოლოგიური საათი?


ბიოლოგიური საათი – ეს ადამიანის ორგანიზმის შინაგანი სისტემაა, რომელიც განსაზღვრავს ცხოვრების რიტმს. რიტმი ბუნების უნივერსალური ენაა.

რა ხდება ადამიანის ორგანიზმში, როცა ბიოლოგიური რიტმი ირღვევა? 
წარმოიდგინეთ, რომ ყველგან არასწორად აჩვენოს საათმა. ეს მთელ მსოფლიოში ქაოსს გამოიწვევს. სწორედ ასეთი ქაოსია თქვენს ორგანიზმშიც, როცა ბიოლოგიური საათი ირღვევა.

ოცნებობთ კარგ გამოძინებაზე და დასვენებაზე? მაშინ დაექვემდებარეთ დღის განრიგს. თქვენი ბიოლოგიური საათი აუცილებლად გეტყვით მადლობას.

06:00 – 10:00 საათი – ეს დრო საუკეთესოა, ინფორმაციის დასამახსოვრებლად. შენიშვნა სტუდენტებს : ისწავლეთ საგამოცდო, ყველაზე რთული საკითხები ამ დროს. დამიჯერეთ, მეხსიერება არ დაგაღალატებთ.

11:00 –12:00 საათი – ამ დროს ადამიანის ინტელექტუალური საათი მკვეთრად ეცემა, ეს დრო რთულია სამუშაოსთვის, რადგან განტვირთვის სურვილი გიჩნდებათ. გადაერთეთ სამუშაოდან. მოუსმინეთ სიმღერას, ესაუბრეთ თქვენს კოლეგებს, დალიეთ ჩაი და მიეცით საშუალება ორგანიზმს დაისვენოს.

12:00 – 14:00 საათი – საუკეთესო დროა საკვების მიღებისთვის. 

14:00 –19:00 საათი – იდეალური დროა აქტიური სამუშაოსთვის. დაიმახსოვრეთ: როდესაც თქვენ მუშაობთ უფრო მეტს და ტვინს არ აძლევთ დასვენების საშუალებას, თქვენი ტვინი იწყებს გადატვირთვას, რაც შეგიქმნით სხვადასხვა პრობლემას, ეს შეიძლება იყოს გაღიზიანება, უძილობა და სხვ.  

20:00 – 23:00 საათი -  დაასვენეთ თქვენი გონება და ნერვული სისტემა! არ შეაწუხოთ ის!

23:00 –00:00 საათი – ამ დროს თქვენ უკვე აუცილებლად უნდა გეძინოთ, სწორედ ამ დროს იწყება თქვენი ენერგიის გამომუშავება და აღდგენა მომავალი დღისთვის.

00:00–03:00 საათი ამ დროს ხდება ადამიანის ემოციური ენერგიის სრული აღდგენა.

დაიწყეთ საქმის პრიორიტეტების განსაზღვრა მოცემული პერიოდების მიხედვით და თქვენი შედეგები როგორც კარიერაში, ისე სწავლასა და პირად ცხოვრებაშიც გაცილებით უკეთესი გახდება.


წყარო: www.bit.ly

 

| გააზიარე
მოგწონთ?