როგორ დავტოვოთ კომფორტის ზონა


ჩვენ გარშემორტყმულნი ვართ სხვადასხვა ჩვევით. ვაკეთებთ იმას, რაც ნაცნობია და არანაირ საფრთხეს არ შეიცავს. სინამდვილეში ესაა ყველაზე დიდი საშიშროება! ჩვენ ვიკეტებით პატარა წრეში, რომელსაც კომფორტის ზონას უწოდებენ. სინამდვილეში, ეს ჩვენი დაწესებული ლიმიტია.
კომფორტის ზონიდან გამოსვლის უამრავი გზა არსებობს, ყველა ადამიანი სხვადასხვა მეთოდს მიმართავს. მთავარი იდეა არის, გააკეთოთ ის, რაც არასოდეს გაგიკეთებიათ და რისიც გეშინიათ.


1. პირველი ნაბიჯი ყველაზე რთულია!

პირველი ნაბიჯის გადადგმა ყველაზე რთულია, ამიტომ ფოკუსირება მოახდინეთ თქვენს მიზანზე და არ გადაუხვიოთ გეგმას. თუ გსურთ, რომ მეტი ადამიანი გაიცნოთ - წადით ისეთ ადგილას, სადაც სასიამოვნო ადამიანებს შეხვდებით და პირველმა გამოიჩინეთ ინიციატივა. უბრალოდ მიდით და გამოელაპარაკეთ სასურველ თემაზე.


2. მიიღეთ გადაწყვეტილებები სპონტანურად!
ეს არ ნიშნავს, რომ არ უნდა დავფიქრდეთ მნიშვნელოვან თემებზე. ასე მხოლოდ მაშინ უნდა მოიქცეთ, როცა შედეგი არ დაგაზარალებთ, მაგალითად სად წახვალთ დასასვენებლად ამ ზაფხულს? ნუ იფიქრებთ ამაზე ბევრს, მეტიც შეგიძლიათ მონეტა ააგდოთ.


3. შეცვალეთ რუტინა!
ეცადეთ ის ყველაფერი, რასაც ახლა აკეთებთ სხვანაირად გააკეთოთ. მაგალითად, თუ თქვენ გაქვთ საყვარელი ადგილი, სადაც ყავის დასალევად მიდიხართ დაივიწყეთ. ყოველ ჯერზე წადით იქ, სადაც არასდროს ყოფილხართ. ასევე, სახლში დაბრუნებისას ნუ ამოირჩევთ ერთსა და იმავე მარშრუტს.


4. ხშირად თქვით ''დიახ'!
სამსახურში ახალი პროექტის ხელმძღვანელობა შემოგთავაზეს? ყოველთვის დათანხმდით ასეთ შემოთავაზებას, თუნდაც ფიქრობდეთ, რომ ჯერ მზად არ ხართ, ან წინა პროექტი არ გაქვთ დამთავრებული.


5. იარეთ საჯარო ლექციებზე!
კიდევ ერთი გზა, რომ გადალახოთ ბარიერი არის საჯარო ლექციებზე სიარული, სადაც უამრავ უცხო ადამიანს შეხვდებით. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ აქტიურად იყოთ ჩართული ლექციის მსვლელობაში. გამოთქვით თქვენი აზრი და დასვით კითხვები.


6. გახსოვდეთ რომ ხვალ ახალი დღეა!
''რაც არ გვკლავს, გვაძლიერებ'' - შენ გადარჩები, ისწავლი ახალ გაკვეთილს და მომავალში უკეთესად იმოქმედებ. ეს ნიშნავს, რომ შეგიძლიათ გარისკოთ და გააკეთოთ ის, რაც აქამდე არც გიცდიათ.


ფიქრია ექვთიმიშვილი

| გააზიარე
მოგწონთ?