13 ნაბიჯი ახალი ცხოვრებისკენ


ცხოვრებაში არის მომენტი, როდესაც რუტინა აუტანელი ხდება, გრძნობ, რომ ინსტინქტურად აკეთებ ყველაფერს და ხდები ინდიფერენტული. ხვდები, რომ დროა, გადააფასო ყველაფერი, დაიწყო თავიდან, ახალი შემართებით და მონდომებით.

 

არსებობს 13 ნაბიჯი, რომელიც შეგიძლია გადადგა ცვლილებებისკენ:

 

1.დაბრუნდი აწმყოში, უკეთესი მომავლისთვის - გამოდი წარსულიდან და დაუბრუნდი ცხოვრების რიტმს, შეწყვიტე ერთი და იმავე ადგილის ტკეპნა, წარსული დატოვე იქ, სადაც მისი ადგილია და განაგრძე გზა.

 

2.დაისახე მიზანი და შექმენი მომავლის ხედვა - განსაზღვრე რა გსურს, როგორი გინდა იყოს შენი მომავალი, დაისახე მიზნები და გაიგე, რა გჭირდება ამისთვის.

 

3.ჩამოწერე სია - ჩამოწერე სამომავლო სურვილების და მიზნების სია, არ აქვს მნიშვნელობა მის ზომას და სირთულეს. ისინი გახდებიან მთავარი მოტივაცია და გაგიადვილდება ადაპტაცია. ყოველ დილით გადაიკითხე შენი სია და მიჰყევი მას.

 

4.თქვი „არა“ -  თუ რაიმეს გაკეთება არ გსურს და აქამდე ვალდებულებისთვის ან ხათრით აკეთებდი, ახლა უბრალოდ თქვი „არა.“ ეს მოგცემს მეტ დროს ახალი მიზნისთვის.

 

5.შემოიკრიბე შესაფერისი ადამიანები - შენი ახალი საქმიანობისა თუ მიზნებისთვის საჭიროა, შემოიკრიბო საერთო ინტერესების მქონე და გამოცდილი ადამიანები, რომლებიც მოგცემენ ბიძგს, რჩევას და გაგიზიარებენ საკუთარ გამოცდილებას.

 

6.დასახე პრიორიტეტები - განსაზღვრე შენი სამომავლო პრიორიტეტები და ეცადე დრო დაუთმო იმ საქმეს, რაც მიზანთან დაგაახლოვებს. 

 

7.იყავი გულუხვი - ჩაერთე რაიმე ქველმოქმედებაში, არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს მატერიალური, მორალური თუ სულიერი. ეს ქმედება გამოიწვევს დადებით ემოციას, რაც შენს პიროვნებას ხელს შეუწყობს განახლებაში, მოგცემს სტიმულს და გაგიორმაგებს ძალებს მიზნის მისაღწევად.

 

8.აირჩიე მენტორი - მონახე მენტორი, რომელიც დაგეხმარება მიზნისკენ მიმავალ გზაზე. არ აქვს მნიშვნელობა შენი მიზნის შინაარსს, კარგი მასწავლებელი ყოველთვის მოგცემს ისეთ რჩევას, რომელიც თავიდან აგარიდებს „დამწყების შეცდომებს,“ დაგაზოგინებს ემოციას, ძალისხმევას თუ ფინანსებს. 

 

9.შეიცვალე იმიჯი - განაახლე შენი ვიზუალიც, შეიცვალე ვარცხნილობა და თუნდაც ჩაცმის სტილი. შეცვალე შენი ოთახის თუ კაბინეტის დიზაინი და მოაწყვე ახლებურად, წინა პლანზე გადმოიტანე ის წიგნები, რომლებიც შენ სამომავლო გეგმებთან თანხვედრაშია და იკითხე ბევრი, გაიღრმავე ცოდნა, ფანტაზია და წარმოსახვის უნარი.

 

10.იყავი მომთმენი - პიროვნების განახლებას თავისი დრო სჭირდება, შეიძლება იყოს 5 წელიც, რათა განვითარდე და სიახლე გადაიზარდოს ჩვევაში. ამიტომ, იყავი მომთმენი და იმუშავე საკუთარ თავზე.

 

11.იპოვე შთაგონების წყარო - გაამახვილე ყურადღება, რათა იპოვო შთაგონება, შეიძლება ეს იყოს მუსიკა ან ბავშვობის ოცნება, რაც ოდესღაც გსურდა.

 

12.მოუსმინე მეტი - ხანდახან შეჩერდი და მოუსმინე ხალხს, თავადაც გაოცდები, თუ რამდენის სწავლა შეიძლება ჩვეულებრივი ადამიანებისგან. დასვი შეკითხვები და განავრცე დიალოგი შენთვის საინტერესო საკითხზე, ამით მიიღებ ახალ ცოდნას და გააღრმავებ ურთიერთობებს.

 

13.აკონტროლე - დაუბრუნდი შენს ხედვას დილით ან ძილის წინ, გონებაში გადახედე შენს პიროვნებას, როგორი იყავი, როგორი ხარ ახლა და კიდევ რა გჭირდება სიახლისთვის. ხშირად მოიქეცი ასე და გადაარჩიე ის, რასაც უკვე მიაღწიე და ის, რაც ჯერ კიდევ წინაა. ეს მოგცემს მოტივაციას, რომ შეინარჩუნო წინსვლა და ბოლომდე მიიყვანო დაწყებული საქმე. 

 

 

| გააზიარე
მოგწონთ?