7 გზა გადაწყვეტილების უფრო მტკიცედ და სწრაფად მისაღებად 


ჩვენ გარშემო არსებული სამყარო, რომელიც წარმოუდგენელი სისწრაფით იცვლება და ვითარდება გლობალურად, გადაწყვეტილების მყისიერ მიღებას მოითხოვს, თანაც ეფექტიანად. ამისათვის სტატიაში წარმოდგენილია 7 მაგალითი ბიზნესმენებისა, რომელთაც მწვერვალის დაპყრობა გადაწყვეტილების სხვებზე სწრაფად მიღების საშუალებით შეძლეს. 

 

1. ზოგჯერ „საკმარისად კარგი“ იდეალურია

ადამიანებს სრულყოფილების ძიებაში დროის ფაქტორი გვავიწყდება. ხანდახან უნდა შეჩერდეთ და უთხრათ საკუთარ თავს, „ეს საკმაოდ კარგია“. არ აქვს მნიშვნელობა ახალ პროდუქტს აწარმოებთ, წერთ სტატიას/წიგნს, სახავთ გეგმას თუ მუშაობთ მარკეტინგზე - დროა იმოქმედოთ!

დაიმახსოვრეთ მარკ ცუკერბერგის სიტყვები: „თუ გარშემო არაფერი იმსხვრევა, ესე იგი საკმარისად სწრაფად არ მიდიხართ.“ 

თუკი ეს გაშინებთ, გახსოვდეთ: ყოველი ბიზნესმენი, რომელსაც კონკურენციას უწევთ იმავე პრობლემას შეზღუდულ დროს უმკლავდება. თუ ისინი ნელა იმოქმედებენ, თქვენ კი მყისიერად, თქვენ გაიმარჯვებთ. 

 

2. დააღწიეთ თავი არსებულ მდგომარეობას

როდესაც უარს ვამბობთ გადაწყვეტილების მიღებაზე, ეს უკვე გადაწყვეტილებაა. როდესაც ადგილზე გაიჭედებით თქვენს თავს ჰკითხეთ, ამ მდგომარეობას შევეგუები თუ გადავდგამ ნაბიჯს წინ? 

ყველა გადაწყვეტილებას თავისი ფასი აქვს. რაც გაფერხებთ ეს არის შიში ან ინფორმაციის ნაკლებობა. მოიპოვეთ საჭირო მონაცემები და ნურასდროს შეგეშინდებათ შედეგის, რომელსაც საკუთარი გადაწყვეტილება მოგიტანთ.

 

3. დასახეთ გრძელვადიანი პერსპექტივა

შეხედეთ აწმყოს მომავლის თვალებით. როდესაც თქვენი ხედვა წინაა მიმართული, მცირე გადაწყვეტილებების მიღება უფრო მარტივდება. ამგვარად ისწავლით, რომ ყოველი გადაწყვეტილება სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია, ან გაკვეთილი, რომელიც გჭირდებოდათ მიზნის მისაღწევად.

 

4. ნუ იჩქარებთ 

ნურავის მისცემთ უფლებას დაგაჩქაროთ, როდესაც სერიოზული გადაწყვეტილების წინაშე დგახართ. ეს არ ნიშნავს, რომ სრულებით უნდა დაყოვნდეთ, მაგრამ ნუ მოექცევით სწრაფად მზარდი ბიზნესის  წნეხში, რომელიც გაიძულებთ გადაწყვეტილება იმაზე ადრე მიიღოთ, ვიდრე საჭიროა.

 

5. გამოიკვლიეთ თქვენი ყოყმანის მიზეზი

დაფიქრდით რა არის თქვენი ეჭვის მიზეზი, შიში (მოუმზადებლობა, უუნარობა) თუ მღელვარება (შეგრძნება, რომ არ ხართ მზად ან არ შეგწევთ უნარი). 

თუ მიზეზი შიშია გადადგით ადვილად მიღწევადი ნაბიჯი. ეს დაგეხმარებათ თავდაჯერებულობის მოპოვებაში თანდათან. თუკი მღელვარებაა მიზეზი მოიკელით დროის ქონის ფუფუნება. იმუშავეთ პროექტებზე, რომლებიც თქვენში შფოთს იწვევს. იცოდეთ, რომ მოხვდებით გარემოში, სადაც წარმატების მისაღწევად თქვენი უნარების გამოვლენა მოგიწევთ, რისთვისაც მღელვარებისა და შიშის გვერდით გადადება აუცილებლად დაგჭირდებათ.

 

6. შეწყვიტეთ იდეალურის ძიება

გადაწყვეტილების მიღება მოითხოვს არჩევანის გაკეთების, უკუკავშირის გაზომვისა და სწრაფად ათვისების უნარს. სამწუხაროდ, ზედმეტი ანალიზი ბევრ ბიზნესმენს აფერხებს და „იდეალური“ „საკმარისად კარგის“ მტერი ხდება.

დაიმახსოვრეთ, არ არსებობს იდეალური გეგმები და იდეალური გადაწყვეტილებები. გააკეთეთ აზრიანი არჩევანი, ადაპტირდით, მოერგეთ და გადალახეთ.

 

7. შეაფასეთ საუკეთესო და ყველაზე უარესი შედეგები და უკან ნუღარ მოიხედავთ

დაიწყეთ უარესის განსაზღვრით. ჰკითხეთ თქვენს თავს, რა არის უკანასკნელი შედეგი, რომელსაც ვისურვებ? მიიღეთ გადაწყვეტილება და შემდგომ ან ჩაიძირეთ ან გაცურეთ ნავით. დაწვით ნავი და დააკვირდით რისი გაკეთება დაგჭირდებათ წარმატებისათვის. 

ბოლოს და ბოლოს გადაწყვეტილება თქვენ მიიღეთ. იყო ბიზნესმენი ნიშნავს, იყო ლიდერი, არავის სურს სუსტი ლიდერის ხილვა. სისწრაფე ძალაა!

| გააზიარე
მოგწონთ?