,,არც ძალიან ადრე, არც ძალიან გვიან" - 3 ნაბიჯი იმისათვის, რომ დაიწყოთ დღესვე


თითოეული ინდივიდი დედამიწაზე ცოცხალია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ცხოვრობს აქტიური ცხოვრებით. აქ იგულისხმება თუ რამდენად გაქვთ აღებული პასუხისმგებლობა თქვენს ცხოვრებაზე, შექმნილი გაქვთ ხედვა, მიზნები და რას აკეთებთ ამ მიზნების მისაღწევად.

თუ თქვენ აღმოაჩენთ, რომ ყოველ დილით იღვიძებთ მიმართულებისა და მისწრაფებების გაუმჯობესების გარეშე, თქვენ არ ასრულებთ ვალდებულებას ცხოვრების წინაშე და არ იღებთ პასუხისმგებლობას თქვენს ცხოვრებაზე.

ახლა კი, თუ ცხოვრობთ გარკვეული მიზნით, მიჰყვებით სურვილებს, ყოველდღე იღვიძებთ მიზნის/ გეგმის გათვალისწინებით, თქვენს ცხოვრებას აქვს მონახაზი. გეგმა იმისა, რომ შექმნათ რეალობა, რომელიც გსურთ.

 

გადადგით ეს სამი ნაბიჯი და თქვენი მომავალი თვითონ გადაგიხდით მადლობას ამისთვის:

 

1.გაიღვიძეთ მიზნის გათვალისწინებით

თუ  იღვიძებთ მიზნის გარეშე, უმჯობესი იქნება ძილი განაგრძოთ. როდესაც დღეს იწყებთ მიზნისა და გეგმის გარეშე, მხოლოდ შეგიძლიათ მიჰყვეთ დინებას.

თქვენ უბრალოდ ცოცხალი ხართ იმიტომ, რომ არ ქმნით თქვენი ცხოვრების გეგმას. თუკი აპირებთ კვლავ გააგრძელოთ ეს ცუდი ჩვევა, რამდენიმე წლის შემდეგ გაგიკვირდებათ, თუ სად წავიდა ეს დრო და გააცნობიერებთ, რომ არ შექმენით თქვენი რეალობა და ცხოვრება თავისი გზით წავიდა.

ბევრი ადამიანი ადანაშაულებს მსოფლიოს და ყველას თავისი შეცდომებისა და მავნე ჩვევების გამო, როდესაც დამნაშავე თავად არის. სჯობს გაიღვიძოთ თუნდაც ერთი მიზნისთვის დღეში.

 

,,მე ყოველთვის ვფიქრობ შექმნაზე. ჩემი მომავალი იწყება, როდესაც ვიღვიძებ ყოველ დილით... ყოველდღე მე ვპოულობ რაღაცას, რასაც ვქმნი ჩემი ცხოვრებისთვის.“ - მაილს დევისი.

 

2. შეწყვიტეთ დროის ფლანგვა

,,დრო გადის თქვენთან ერთად, ან თქვენ გარეშე.“ თქვენ არ უნდა დაუშვათ მეორე ვარიანტი და უნდა განაგრძოთ მოქმედება თქვენი ოცნებებისთვის. ბევრს ჰგონია, რომ ისინი ძალიან ახალგაზრდები არიან იმისთვის, რომ დაეუფლონ პროფესიას ან დაიწყონ ბიზნესი, უფრო მოზარდებს კი მიაჩნით, რომ ეს ძველი ვნებების დევნაა. ეს არასწორია. მსოფლიოში არსებობენ ისეთი მეწარმეები, რომლებმაც ბიზნესი დაიწყეს 9 წლის ასაკიდან, ზოგმა კი პირველად 65 წლის ასაკში.

არასდროს არის ძალიან ადრე, ან ძალიან გვიან. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი დრო დახარჯეთ აქამდე. თქვენ უნდა აიღოთ პასუხისმგებლობა და შექმნათ რეალობა დაუყოვნებლივ.

 

3. შესრულება, შესრულება, შესრულება

ერთხელ ეცადეთ, არ დაელოდოთ დროს და შექმნათ თქვენი ცხოვრება. მსოფლიო სავსეა ადამიანებით, რომლებსაც აქვთ სურვილები, ოცნებები, გეგმები, თუმცა მათ არაფერი იციან ამის შესახებ. თქვენ უნდა გადაწყვიტოთ თუ ვინ გინდათ იყოთ. ასე რომ ადექით გარკვეული მიზნით, შეასრულეთ გეგმები, უარყავით ის შეზღუდვები, რომლებიც საზოგადოებამ დააწესა. გაიღვიძეთ იმისთვის, რომ ააშენოთ თქვენი ცხოვრება. ეს არ იქნება ადვილი, მაგრამ ამად ღირს.

 

და გაქვთ თუ არა თქვენი სამოქმედო გეგმა?


addicted2success.com

| გააზიარე
მოგწონთ?