ცნობილი ადამიანების გამონათქვამები წარმატებასა და წარუმატებლობაზე


●„ჩვენი მთავარი ნაკლი ის არის, რომ ძალიან სწრაფად ჩავიქნევთ ხოლმე ხელს. წარმატების მისაღწევად უფრო სწორი გზაა, რომ ყოველ ჯერზე ახლიდან ვცადოთ." - თომას ედისონი

●„თუ პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია, არ ღირს მასზე დარდი, თუკი პრობლემა გადაუჭრელია, სისულელეა მასზე წუხილი.“ - დალაი ლამა

●„ადრე ვამბობდი - ვიმედოვნებ ყველაფერი შეიცვლება. შემდეგ მივხვდი, რომ არსებობს ერთადერთი საშუალება, რომ ყველაფერი შეიცვალოს, შევიცვალო თავად მე.“ - ჯიმ რონი
 

●„წარუმატებლობა - ეს მხოლოდ შესაძლებლობაა დაიწყო ახლიდან, ოღონდ უფრო ჭკვიანურად. - ჰენრი ფორდი

●„მე არ განმიცდია მარცხი, უბრალოდ ვიპოვე 10 000 ხერხი, რომელიც არ მუშაობს" - თომას ედისონი

●„ყოველ ადამიანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც უკაკუნებს კარზე ფორტუნა, მაგრამ არათუ იშვიათად ეს ადამიანი ახლოს მდებარე ლუდხანაში ზის და არანაირი კაკუნი არ ესმის.“ - მარკ ტვენი

●„დილით გაღვიძებულმა საკუთარ თავს ჰკითხე  - „რა უნდა გავაკეთო?“ ვიდრე დაიძინებ იკითხე „რა გავაკეთე?“ - პითაგორა

●„მე ეს მინდა, შესაბამისად ეს მექნება“ - ჰენრი ფორდი

●„წარუმატებელი, უბედური და არაჯანსაღი - ეს ის ადამიანია, რომელიც ხშირად იყენებს სიტყვას „ხვალ“ - რობერტ კიოსაკი

●„მძიმე სამუშაო - ეს არის მარტივი საქმე, რომელიც თავის დროზე უნდა გაგეკეთებინათ, მაგრამ არ გააკეთეთ.“ - ჯონ მაქსველი

●„გააკეთე დღეს ის, რაც სხვებს არ სურთ. ხვალ იცხოვრებ ისე, როგორც სხვებს არ შეუძლიათ." - ჯარედ ლეტო

●„მოხუცები ხშირად ახალგაზრდებს ურჩევენ დაზოგონ ფული. ეს ცუდი რჩევაა. ჩადეთ ინვესტიცია საკუთარ თავში. ცხოვრებაში 1 დოლარიც არ დამიზოგავს, ვიდრე 40-ის არ გავხდი.“ - ჰენრი ფორდი

●„თუკი გსურს გქონდეს ის, რაც არასდროს გქონია, უნდა გააკეთო ის, რაც არასდროს გაგიკეთებია.“ - კოკო შანელი

●„ვისაც მაღალი კოშკის აგება სურს, დიდხანს უნდა დაკავდეს ფუნდამენტის ამოყვანით.“ - ენტონი ბრუკნერი

●„მე წარმატებას ჩვენი გამარჯვებებით კი არ ვაფასებ, არამედ იმით, თუ რამდენად უკეთესი ვარ ყოველ წელიწადს.“ - ტაიგერ ვუდსი

●„წარმატებისათვის ერთადერთი შანსიც კმარა.“ - ჯესი ოუენსი

●„რა არის ფული? ადამიანი წარმატებულია, როდესაც ის ადგომიდან დაწოლამდე იმას აკეთებს, რაც მას სიამოვნებას ანიჭებს.“ - ბობ დილანი

●„წარმატების რეალური საიდუმლო ენთუზიაზმია.“ - უოლტერ კრაისლერი

●„დამარცხება ძნელია, მაგრამ ბევრად უფრო რთულია, თუ არასდროს გიცდიათ.“ - თეოდორ რუზველტი

„განსხვავება წარმატებულ და წარუმატებელ ადამიანს შორის ძალის და ცოდნის ნაკლებობა კი არა, არამედ სურვილის ნაკლებობაა." - ვინსენტ ლომბარდი

| გააზიარე
მოგწონთ?