როგორ გადავლახოთ შიში და გადავდგათ თამამი ნაბიჯები


ადამიანებს უამრავი სურვილი გვაქვს, რომლის ასრულებისთვისაც ყოველდღიურად ვიბრძვით, თუმცა ხანდახან დგება პერიოდი, როცა გვეშინია თამამი ნაბიჯების გადადგმის, გვეშინია, რომ რაღაც არ გამოგვივა შეცდომას დავუშვებთ და სხვების საქილიკო გავხდებით. იმისთვის, რომ დაბრკოლებების და წარუმატებლობის შიში დავძლიოთ საჭიროა:

 

1.მივიღოთ გადაწყვეტილება და ჩამოვაყალიბოთ სამოქმედო გეგმა

სურვილის ასრულებისათვის პირველ რიგში აუცილებელია ვიცოდეთ რა გვსურს. რა არის ჩვენი მიზანი? ამის შემდეგ კი უნდა დავსახოთ გზები, თუ როგორ ვაპირებთ მიზნის მიღწევას და რა პერიოდი დაგვჭირდება ამისთვის. გეგმის შედგენისას თუ ეჭვი შეგეპარებათ თქვენს შესაძლებლობებში და შეატყობთ, რომ უკან იხევთ, აუცილებლად იფიქრეთ შედეგზე, რაც მოტივაციას და გამბედაობას შეგმატებთ.

 

2.გახსოვდეთ - ვინც მუშაობს, შეცდომებსაც უშვებს

ნუ იტყვით უარს თქვენს სურვილებზე იმის შიშით, რომ შეიძლება რაღაც შეცდომა დაუშვათ და მერე სხვისი საქილიკო გახდეთ. პირიქით, გაითავისეთ, რომ ვინც მუშაობს, მოქმედებს, ის შეცდომებსაც უშვებს და ამაში არაფერია გასაკვირი. მთავარია, რომ შეცდომის, წარუმატებლობის შემდეგ არ დანებდეთ, არ დაეცეთ ფსიქოლოგიურად და ახლიდან დაიწყოთ ყველაფერი.

 

„წაგებას, ჩავარდნას, მარცხს გადავიტან, მაგრამ არასდროს შევეგუები გამარჯვებაზე უარის თქმას“ - მაიკლ ჯეფრი ჯორდანი

 

3.მიჰყევით გეგმას და არასოდეს მოატყუოთ საკუთარ თავს

მიზნის მიღწევის გეგმის ჩამოყალიბებისთანავე დაიწყეთ მოქმედება, გადადგით პირველი ნაბიჯები თქვენი მიზნისკენ და რასაც იტყვით, შეპირდებით საკუთარ თავს, ის აუცილებლად გააკეთეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მოტივაცია დაეცემა და დაიწყებთ საქმეების მომავალში გადადებას. ბოლოს კი საერთოდ დაივიწყებთ თქვენს მიზანს და იტყვით რომ ეს თქვენ არ გამოგივათ, თქვენი საქმე არაა, ამიტომ იმოქმედეთ დაუყოვნებლივ, იმოქმედეთ წარუმატებლობის მიუხედავად და ნახავთ, რომ თქვენი უსაფუძვლო შიშები უკან დაიხევს და თქვენ გახდებით უფრო თამამი, მებრძოლი.

 

5.სცადეთ გამარჯვებამდე

წარმატება ეს არის ყოველი დამარცხების შემდეგ ხელახალი მცდელობა გამარჯვებისთვის, ამიტომ აუცილებელია შიშის, დაბრკოლებების მიუხედავად გადადგათ თამამი ნაბიჯები და იბრძოლოთ თქვენი სურვილების ასრულებისთვის.

სცადეთ გამარჯვებამდე! 

„არ დანებდეთ და ნახეთ როგორ ნებდებიან სხვები“

| გააზიარე
მოგწონთ?