შეცდომა, რომელიც არ უნდა დაუშვათ თანამშრომლების განვითარებაზე ზრუნვისას


დღევანდელ სტატიაში მსურს მოგიყვეთ ერთი საინტერესო გამოცდილების შესახებ. გარკვეული პერიოდის წინ მე ვმუშაობდი ერთ-ერთ კლიენტ კომპანიასთან და როდესაც გავაკეთეთ კომპანიის კვლევა და დავიწყეთ პროექტზე მუშაობა, კომპანიის დამფუძნებელმა გაგვიზიარა საინტერესო ინფორმაცია მათი წინა განვითარების შესახებ. მისი თქმით, ადამიანები, რომლებიც მართავდნენ სხვადასხვა სტრუქტურებს, გაშვებული ჰყავდა სხვადასხვა ტრენინგებზე, თვითონაც ესწრებოდა მათ და საკმაოდ სოლიდური თანხა გადაიხადა ამ ყველაფერში.

როდესაც დავინტერესდი, თუ რამდენად კმაყოფილები იყვნენ ამ გამოცდილებით, პასუხად მივიღე, რომ თანამშრომლებთან იგივე შეკითხვის დროს, მან ვერ მიიღო პროფესიული კუთხით პასუხი და პირველი რაც მათ გონებაში ამოტივტივდა, კარგად გატარებული დრო იყო. ხოლო როდესაც დაუკონკრეტა, თუ რა სახის ცოდნა შეიძინეს მათ, პასუხად მიიღო ის, რომ ახალი და განსაკუთრებული არაფერი გაუგიათ. ამის მიხედვით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ თანამშრომლებმა ან არ მოისმინეს სათანადოდ ტრენინგი, ან არ უნდოდათ ხაზგასმა იმაზე, რომ არ იცოდნენ რაიმე დეტალი ლიდერობასთან დაკავშირებით.

გამოდის, რომ ხელმძღვანელმა დახარჯა საკმაოდ დიდი თანხა, შედეგად კი ვერ მიიღო ვერაფერი. დიახ, სწორედ ეს არის დღევანდელ სიტუაციაში ტრენინგებისთვის დამახასიათებელი და ის არანაირ ცოდნას არ ტოვებს, ხოლო თუ რაიმე ისწავლე მისგან, ეს ძალიან მოკლე პერიოდი, მაქსიმუმ 2-3 თვე შეიძლება გაგყვეს. საბოლოო ჯამში, კლიენტის მოთხოვნა იყო არა ტრენინგები, არამედ ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც მდგრადობას უზრუნველყოფდა. უნდოდა აეწყო ისეთი რამ, რაც მის სურვილს მოერგებოდა და შემდეგ ყველა ამის მიხედვით იმუშავებდა კომპანიაში.

ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო, რომ ეს ადამიანი ასე ფიქრობდა, თუმცა არ იყო სასიამოვნო, რომ არანაირი შედეგის მომტან ტრენინგებში საკმაოდ დიდი თანხები ჩადო და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მე ვუთხარი იყო ის, რომ მან სწორედ შესაფერის კომპანიას მიმართა ჩვენი სახით.

ამის შემდეგ, ჩვენ შევქმენით სისტემა, შევქმენით სტანდარტები, მოვამზადეთ შესაბამისი თანამშრომლები, ვიზრუნეთ მათი მხრიდან თანამშრომლების მუდმივ განვითარებაზე და დავტოვეთ ისეთი სტრუქტურა, რომლის მიხედვითაც დღემდე ასე გრძელდება ყველაფერი და საბოლოო ჯამში, ამ ყველაფრის ფონზე, მათთან თანამშრომლობა აღმოჩნდა საკმაოდ წარმატებული.

შესაბამისად, თქვენც დაფიქრდით კარგად, სანამ გადაწყვეტთ ჩადოთ თანხები გარკვეულ ტრენინგებში და გააანალიზეთ, ხომ არ სჯობს მიმართოთ საკონსულტაციო კომპანიას, რომელიც უკეთ დაგეხმარებათ სასურველი შედეგების მიღწევაში.

 

| გააზიარე
მოგწონთ?