4 გზა საუბრის დროს კარგი შთაბეჭდილების მოსახდენად


ადამიანები ყოველთვის ცდილობენ შთაბეჭდილება მოახდინონ ერთმანეთზე. ზოგიერთი ფიქრობს, რომ შთაბეჭდილების მოხდენა შეიძლება მანქანით, რომელსაც თქვენ მართავთ, ტექნიკით, რომელიც ამაყად გიჭირავთ ხელში ან სამოსით, რომელსაც ატარებთ, მაგრამ მატერიალური სიმდიდრის წარმოჩენა აღარ არის ისეთი ეფექტური მეთოდი, როგორიც ეს ადრე იყო. ამიტომ ყველაზე კარგი და დასამახსოვრებელი გზა შთაბეჭდილების მოსახდენად არის საინტერესო დიალოგი ადამიანებთან.

დაფიქრდით და გაიხსენეთ ის ადამიანები, რომლებმაც წარსულში შთაბეჭდილება მოახდინეს თქვენზე. დარწმუნებული ვარ უმეტეს შემთხვევაში ასეთი ადამიანები არ გამოირჩევიან სიმდიდრით. მაგრამ ისინი არიან ინტელექტუალურები, ჭკვიანები ან მხიარულები. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი ჩართულნი არიან დიალოგში.

მოკლედ, თუ თქვენ გინდათ იყოთ საუკეთესო გასაუბრებაზე, დაგაწინაურონ სამსახურში ან უბრალოდ შეიძინოთ მეგობრები, გთავაზობთ 4 გამოცდილ მეთოდს საუბრისას შთაბეჭდილების მოსახდენად.

 

იყავით დარწმუნებულნი საკუთარ შესაძლებლობებში

ფაქტია, არავის შეუძლია იყოს ყოველთვის მართალი. თქვენ შეიძლება მიიღოთ არასწორი გადაწყვეტილება, მაგრამ თუ ყოველთვის შეგეპარებათ ეჭვი საკუთარ თავში და დადგებით შორს თქვენი რწმენისგან, ვერასდროს შეძლებთ დადებითი შთაბეჭდილების მოხდენას სხვებზე.

ადამიანები, რომლებსაც გააჩნიათ საკუთარი აზრი უფრო მეტად არიან დამკვიდრებულნი საზოგადოებაში, ვიდრე ისინი, რომლებსაც ეჭვი ეპარებათ, ამიტომ უმთავრესია ისაუბროთ თავდაჯერებით.

 

უთხარით კომპლიმენტი თამამად

თვით-დახმარების ექსპერტი დეილ კარნეგი თავის წიგნში „როგორ შევიძინოთ მეგობრები და მოვახდინოთ გავლენა ადამიანებზე“ აღნიშნავს, რომ თითქმის ყველა ჩვენგანი მიისწრაფვის აღიარებისა და დიდებისკენ. ეს არის თანდაყოლილი თვისება, რომელიც ცოცხლობს ყველა ჩვენგანში. ადამიანებს ყოველთვის მოსწონთ, როდესაც კომპლიმენტს ეუბნებიან. თუ ვინმეს თუნდაც ფეხსაცმელი ან საყურე მოგეწონათ, არასდროს მოგერიდოთ მისთვის რაიმე პოზიტიურის თქმა. თუმცა ზედმეტად ბევრი ფრაზების თქმას მოერიდეთ. მარტივი და გულთბილი კომპლიმენტი არის გზა, დიდხანს და დადებითად დაამახსოვროთ ადამიანებს თავი.

 

უყურეთ მოსაუბრეს თვალებში

კარგი იქნება დიალოგისას თვალებში უყუროთ პარტნიორს, რათა უკეთ შეძლოთ მასთან კონტაქტის დამყარება და თქვენი თავდაჯერებულობაც წარმოაჩინოთ. 

 

გაიღიმეთ

ღიმილი არაჩვეულებრივი საშუალებაა კეთილგანწყობის მოსაპოვებლად. მაგრამ მოერიდეთ გადაჭარბებულ ღიმილს მაშინ, როდესაც მოსაუბრე არის საპირისპირო სქესის წარმომადგენელი, რათა სხვაგვარად არ გაგიგონ. 


goalcast.com

| გააზიარე
მოგწონთ?