მარტინ ლუთერ კინგის 20 ცხოვრებისეული გამონათქვამი


1.ყოველთვის სწორი დროა იმისთვის, რომ გააკეთოთ ის, რაც სწორია.

2.სიმამაცე ნიშნავს გადადგა პირველი ნაბიჯი იმ კიბეზე ასასვლელად, რომელსაც ბოლომდე ვერ ხედავ. 

3.სიბნელე ვერ გააქრობს სიბნელეს, ეს მხოლოდ სინათლეს შეუძლია. ასევე, სიძულვილი ვერ გააქრობს სიძულვილს, ეს მხოლოდ სიყვარულს შეუძლია.

4.ადამიანი განისაზღვრება არა იმით, თუ რას აკეთებს კომფორტის და სიმშვიდის დროს, არამედ იმით, თუ როგორ იქცევა გამოწვევებისა და გაუგებრობების დროს.

5.ჩვენ შეიძლება შევეგუოთ დროებით იმედგაცრუებას, მაგრამ არასდროს უნდა დავკარგოთ მუდმივი იმედი.

6.ადამიანის პროგრესი არც ავტომატურია, არც გარდაუვალი. ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი მოითხოვს თავგანწირვას, ტკივილს და ბრძოლას. ეს არის მიზნის მიმართ ერთგული ადამიანების დაუღალავი მცდელობის და ფიქრის შედეგი.

7.ჩვენი ცხოვრება მთავრდება მაშინ, როდესაც ვჩუმდებით იმ საკითხებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

8.ადამიანის ცხოვრების ხარისხი და არა ხანგრძლივობა. აი ეს არის რეალურად  მნიშვნელოვანი.

9.ჩვენ იშვიათად ვხვდებით ადამიანს, რომელსაც უნდა იფიქროს რთულ საკითხებზე. სამყაროში მარტივი პასუხების და უაზრო გამოსავლის დაუსრულებელი ძიებაა. არაფერი ისე არ აწუხებს ზოგიერთ ადამიანს, როგორც ფიქრის ვალდებულება.

10.რაც არ უნდა იყოს შენი ცხოვრების საქმე, გააკეთე ის კარგად. ადამიანი თავის საქმეს იმდენად კარგად უნდა აკეთებდეს, რომ ცოცხალი, მკვდარი თუ ახალდაბადებული, ვერავინ აკეთებდეს მასზე უკეთესად.

 

 

11.თუ ადამიანმა ვერ იპოვა ის, რის გამოც შეუძლია სიკვდილი, მაშინ მის ცხოვრებას აზრი არ აქვს.

12.ნებისმიერი პროგრესი არასაიმედოა. ერთი პრობლემის გადაწყვეტა აუცილებლად გვაყენებს სხვა პრობლემის პირისპირ.

13.ბუნტი - ეს არის იმ ადამიანების ხმა, ვისაც არ უსმენდნენ. 

14.სიმშვიდე არ არის გარკვეულ მიზნამდე მისვლის შედეგი. სიმშვიდე არის მდგომარეობა ამ მიზნამდე მიმავალ გზაზე.

15.დიდი იმედგაცრუება ჩნდება მხოლოდ იქ, სადაც იყო დიდი სიყვარული.

16.ის, ვინც არ რეაგირებს ბოროტებაზე, ისეთივე დამნაშავეა როგორც ის, ვინც აკეთებს ამ ბოროტებას. ის ვინც იღებს მას პროტესტის გარეშე, ხდება ამ ქმედების თანამოკავშირე.

17.ჩვენ უნდა ავაშენოთ სიმამაცის ჯებირები, რათა დავიცვათ თავი შიშის „წყალდიდობისგან.“

18.მე მჯერა, რომ ბოლო სიტყვა ეკუთვნის შეუიარაღებელ სიმართლეს და უზომო სიყვარულს. სწორედ ამიტომ, მცირე დროით დამარცხებული სიმართლე უფრო ძლიერია ვიდრე ბოროტების ტრიუმფი.

19.თითქმის ყოველთვის, შემოქმედებისთვის თავდადებული უმცირესობა ცვლიდა სამყაროს უკეთესობისკენ.

20.ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელი კითხვაა: რას აკეთებთ სხვებისთვის?

 

| გააზიარე
მოგწონთ?