როგორ გეხმარებათ თქვენივე ქვეცნობიერი განვითარებასა და მიზნების მიღწევაში


ოდესმე გქონიათ შეგრძნება, რომ რაღაც ისე ვერ არის, როგორც უნდა იყოს?! რა თქმა უნდა, ასეთი შეგრძნება ყველას გამოგიცდიათ, მაგრამ საიდან მოდის ეს შეგრძნება? ეს შეიძლება იყოს ჩვენი ქვეცნობიერის გზავნილი, რომ მან იცის რაღაც, რაც ჩვენ არ ვიცით. ინდიანას უნივერსიტეტის მეცნიერის ჯოშუა ბრაუნის კვლევა აჩვენებს, რომ ცნობიერში აღქმული სიფრთხილის ზომები ტვინის თავდაცვითი მექანიზმის მხოლოდ ზედაპირული გამოვლინებაა. რაც რეალურად გვიცავს ზიანისგან, ეს ჩვენი ქვეცნობიერია.

ტვინი მუდმივად ახდენს ასეთი სიგნალების დამუშავებას. როცა ადამიანი ფიქრობს, რომ მან მხოლოდ ახლა გააცნობიერა რა მოხდა, ან ახლა მიიღო გადაწყვეტილება, დიდი ალბათობით ტვინს უკვე დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა ინფორმაცია გადახარშული. ჩვენი ქვეცნობიერი ყოველთვის წინ გვისწრებს და გვატყობინებს, რა გავაკეთოთ, სანამ ამის გააზრებას მოვასწრებთ. მეცნიერების ნაწილი მიიჩნევს, რომ ჩვენ შეგვიძლია გავლენა მოვახდინოთ ქვეცნობიერზე და ამის შედეგად განვკურნოთ სხეული და გავაძლიეროთ გონება. გარშემო უამრავი რამაა, რასაც სტრესის გამოწვევა შეუძლია, დროთა განმავლობაში ეს ყველაფერი გავლენას ახდენს ჩვენს ორგანიზმზე და იწვევს ავადმყოფობას, რიგ შემთხვევებში – სიკვდილს. მაგრამ რა მოხდებოდა, რომ შეგვეძლოს სტრესის ეფექტის განელება ყველანაირი წამლის გამოყენების გარეშე? რა მოხდებოდა, სხეულს რომ გონებით ვკურნავდეთ? მეცნიერებამ დაამტკიცა, რომ ჩვენ ორი გონება გვაქვს – პირველი ცნობიერ ფიქრებს აკონტროლებს, მეორე კი ჩრდილშია, მაგრამ არასდროს წყვეტს მოქმედებას. ის გვიცავს ზიანისგან, კურნავს ჩვენს სხეულს, გვაძლევს საშუალებას, ვიფიქროთ უფრო სწრაფად და ვიყოთ მეტად შემოქმედებითები. 

ადამიანის თავში გამოუკვლევი სამყარო იმალება. მასში ინახება ყველანაირი ინფორმაცია – რა იცით, რას გრძნობთ, ფიქრები, მიზნები, ოცნებები და ა. შ. რომლებზეც წარმოდგენაც კი არ გაქვთ. დღესდღეობით, მეცნიერება ჩვენი გონების მიუწვდომელ სიღრმეებს იკვლევს, რათა დაადგინოს მისი რეალური ძალა და ქვეცნობიერის საიდუმლოებები ამოხსნას. ქვეცნობიერი წარმოადგენს ჩვენი ძირითადი შიშებისა და სურვილების წყაროსა და სიზმრების სათავეს, ეს არის ადგილი, სადაც ჩვენი ალტერ ეგო იმალება. თუმცა თანამედროვე ნეირომეცნიერების კვლევების შედეგად აშკარა ხდება, რომ ქვეცნობიერი აკონტროლებს ცხადში მიმდინარე ყველა მომენტს. თუკი სრულად შევიცნობთ ჩვენი გონების იდუმალ მხარეებს, შეგვეძლება გავხდეთ უფრო ჭკვიანები, ჯანმრთელები და შემოქმედებითები, ვიდრე ოდესმე წარმოგვედგინა. იგი შეიძლება აბსოლუტური ძალაუფლების მქონე მეფეს შევადაროთ, რომელსაც მისი ხელქვეითები მიუთითებენ, როგორ და სად გამოიყენოს ეს ძალაუფლება. 

ადამიანის თავის ტვინის უჯრედებში დნმ-ში არსებობს გარკვეული ინფორმაცია, პროგრამა, რომელიც განსაზღვრავს ყველა იმ შედეგს, რომელსაც ჩვენს ცხოვრებაში ვღებულობთ, სწორედ ეს შენახული პროგრამები არის ჩვენი რწმუნებულებები, შეხედულებები თუ სტერეოტიპები (როგორც კოდები), რომლებიც გარკვეული დროის განმავლობაში ჩამოგვიყალიბდა, როგორც უტყუარი ჭეშმარიტება, კოდური მეცნიერება გვასწავლის ჩვენ, როგორ გაუშვათ ძლიერი პოზიტიური აზრი თქვენს ცნობიერში და ქვეცნობიერში, ასევე ჩვენი ორგანიზმის უჯრედებში. ქვეცნობიერი შეიძლება ცუდიც იყოს და კარგიც. თუმცა იგი ახლოს დგას გულთან, ვიდრე გონებასთან და ხშირად სჯობს მიჰყვე მას, ვიდრე მიიღო სავალალო შედეგები, რადგან ქვეცნობიერით ნაკარნახებ ქცევასთან შეწინააღმდეგებით საბოლოოდ, მიიღებ იმას, რომ მომავალში გაცნობიერებულად გააკეთებ იმას, რასაც ადრე შეეწინააღმდეგე, მაგრამ შესაძლოა, ბევრი რამ ისე აღმოჩნდეს, რასაც ვეღარ გამოასწორებ.

თუ გავითავისებთ, რომ ჩვენ ვართ ერთდროულად ჩვენი თავის პრობლემაც და მისი გადაჭრის გზაც და როცა გავიგებთ იმას, თუ როგორ გამოვიყენოთ ძალა ჩვენი სურვილების შესასრულებლად, ეს გაგვიყვანს განვითარების მაღალ საფეხურზე. არის მრავალი მეტაფორა, რათა გავიგოთ ცხოვრების არსი. მას რას არ ადარებენ. შეიძლება ითქვას ასეც, რომ ცხოვრება არის მუდმივი ბრძოლა შავი და თეთრი ძალების. ადამიანის ცნობიერებაში და სულში ეს იღებს ბრძოლის სახეს კეთილ და ბოროტ აზრებს შორის. ამიტომ აკონტროლეთ აზრები, ფიქრები და მეტი იფიქრეთ პოზიტივზე, სიკეთეზე, სიყვარულზე და ეს დადებითი მუხტი აუცილებლად დაგიბრუნდებათ. 

ვიპოვოთ ბედნიერებისა და წარმატების გასაღები ჩვენსავე ქვეცნობიერში - ეს აუცილებელია!

| გააზიარე
მოგწონთ?